დაბა ბაკურიანში შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულდა
დაბა ბაკურიანში სამკილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში გზის სავალ ნაწილზე ბეტონის საფარი დაიგო. ასევე მოეწყო წყალგამტარი მილები, სადრენაჟე სისტემები, მიერთებები, გვერდულები და საფეხმავლო ბილიკები მოეწყო.
„შემოვლითი გზის მშენებლობას კურორტ ბაკურიანის განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ტურისტების და ადგილობრივი მოსახელობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას ხელს უშლიდა. გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ ეს პრობლემა მნიშვნელოვნად მოგვარდება“, – აცხადებენ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში.
გზის მშენებლობის სამუშაოები 2018 წლის ივნისში დაიწყო და მუნიციპალური განვთარების ფონდმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. პროექტზე 6.3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.