გორში, სადგურის დევნილთა დასახლებას თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი აშენდება
გორში, სადგურის დევნილთა დასახლებაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო .ხელშეკრულების მიხედვით, შპს „სამშენებლო ტრესტი N3„ მშენებლობას 7 თვეში დაასრულებს.თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობა იქნება ადაპტირებული. პროეექტის ღირებულება 1 018 49.74 ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ადგილოლობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა
„ძალიან მიხარია, რომ სადგურის დასახლებაში საბავშო ბაღი აშენდება. ამ ბაღთან დაკვაშირებით იყო პრობლემები და სასიხარულოა, ის ფაქტი, რომ 7 თვეში ამ დასახლების პატარებს აქ, ამ ადგილას, ექნებათ თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული საბავშვო ბაგა-ბაღი , ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სკოლამდელი დაწესებულებები იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და შექმნილი იყოს საუკეთესო გარემო-პირობები“ – გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი.