ავარია ახალციხეში – ქვეითთა გადასასვლელთან ერთმანეთს 3 მანქანა შეეჯახა

ახალციხეში ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა 24 სექტემბერს, თამარაშვილის და კოსტავას ქუჩების კვეთაზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთმა ავტომობილმა „ზებრაზე“ ქვეითს გზა დაუთმო და გაჩერდა, უკნიდან კი მეორე მანქანა დაეჯახა. დამუხრუჭება ვერც ამ უკანასკნელის უკან მომავალმა მესამე მანქანამ მოასწრო.

„დისტანცია არ ჰქონდათ დაცული, ახლო-ახლოს მიდიოდნენ, ამიტომ ვერც ერთმა მოასწრო დამუხრუჭება, პირველს მეორე შეეჯახა, მეორეს მესამე“, – გვითხრეს შემთხვევის ადგილზე თვითმხილველებმა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს-ში ამბობენ, რომ მძღოლი, რომლის ბრალეულობაც გამოიკვეთება, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები