“საქნახშირი” ტყიბულში მეშახტეების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კომპანია “საქნახშირი” ტყიბულში მეშახტეების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნახშირმოპოვებითი სამუშაობეი მინდელისა და ძიძიგურის შახტებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ბრძანებით, 2018 წლის 16 ივლისიდან აღარ ხორციელდება, რის გამოც კომოპანიამ ფინანსური ზარალი მიიღო და ამ ეტაპზე მეშახტეებისთვის ანაზღაურების გადახდას ვერ ახერხებს.
“საქნახშირის” განცხადების მიხედვით, სახელმწიფოსთან ერთად აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა აღნიშნული პრობლემა დროულად მოგვარდეს.
“ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში ნახშირმოპოვებითი სამუშაოები 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ პრემიერ- მინისტრის ბრძანებით შეჩერებულია. ტყიბულის შახტებში ხორციელდება მხოლოდ უსაფრხოებიდან გამომდინარე სავენტილაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები. მიუხედვად ამისა, მოცემულობიდან გამომდინარე, კომპანია „საქნახშირისა“ და სახელმწიფოს
თანადგომით, ამ 13 თვის განმავლობაში უწყვეტად ხდებოდა პერსონალისათვის ხელფასების გაცემა, სადაზღვევო ხარჯების ანაზღაურება, მიმდინარე საოპერაციო ხარჯების დაფარვა. რაც
ყოველთვიურად მილიონ ორასი ათას ლარზე მეტს შეადგენს და თითქმის 20 მილიონ ლარამდეა მთლიანობაში.
ამ დროისათის, კომპანია „საქნახშირი“ დადგა რეალური ფინანსური პრობლემების წინაშე, ინფორმაცია ცნობილი იყო ტყიბულში დასაქმებულებისთვისაც. ამ დროისათვის, კომპანია აქტიურ რეჟიმში აწარმოებს კონსულტაციებს სახელმწიფოსთან ერთად, რათა ერთობლივად გამოინახოს გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან”, – ნათქვამია “საქნახშირის” განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს დილიდან ტყიბულში მინდელისა და ძიძიგურის შახტებში 30-მდე მეშახტე გაიფიცა. ისინი კუთვნილი ანაზღაურების მიღებასა და ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენას მოითხოვენ.