ფესტივალი ,,ზე -კართან 2019 “ საზეიმოდ დასრულდა
ხულოში ლიტერატურული ფესტივალი “ზე-კართან“ გაიმართა. ფესტივალი ანა ლაშხელის ხსოვნას ეძღვნება და მისი მიზანია თანამედროვე ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობა და აჭარის მაღალმთიანეთის პოპულარიზაციის გაზრდა პოეტებსა და პროზაიკოსებში, რათა აჭარის ისტორიასა და კულტურაზე, მისი ბუნების სილამაზე უფრო მეტი ნაწარმოები შეიქმნას.
ფესტივალში მონაწილეობდნენ იტალიელი და ქართველი მწერლები, გამომცემლები, კარიკატურისტები და ადგილობრივი ანსამბლები: ,,ბერმუხა“, ,,ციცინათელა“, ,,,ხულო“ . ფესტივალის მონაწილეებისა და დამსწრე საზოგადოებისათვის პროფესორმა ნიაზ ზოსიძემ წაიკითხა ლექცია თემაზე – ,,ფერეიდნელი ქართველები და მათი სოციალურ კულტურული ყოფა”, ხოლო ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ალეკო ცინცაძემ ლექცია წაიკითხა ,, თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების შესახებ“.
ფესტივალის მონაწილეები იმყოფებოდნენ ხულოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, სამხატვრო გალერეაში, გაისეირნეს ხულო – თაგოს ბაგირგზით, დღის ბოლოს კი მათ დაეთმოთ ხულოს პროფესიული დრამატული თეატრის სცენა.
კონცერტის მსვლელობისას ტრადიციულად ყაბალახი გადასცეს პოეტებს: გურამ გორდეზიანს და მანანა თექთუმანიძეს.
ფესტივალი ,,ზე -კართან 2019 “ დღეს საზეიმოდ დასრულდა. ფესტივალი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ხულოს მერიის დაფინანსებით გაიმართა.