ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საპატრულო პოლიციის ავტომობილს ტრაილერი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია პატრულის ორი თანამრომელი, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც შს სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, საპატრულო ეკიპაჟის მანქანას უკნიდან დიდი სიჩქარით მოძრავი ტრაილერი შეეჯახა. საქმეზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.