რომელი ონლაინ მაღაზიები ოპერირებენ ქართულ ბაზარზე და რას სთავაზობენ ისინი მომხმარებლებს

21-ე საუკუნე ტექნოლოგიების ეპოქად იწოდება. ადამიანი დღის დიდ ნაწილს სწორედ ელექტრონულ მოწყობილობასთან ატარებს, ტელეფონი იქნება ეს თუ კომპიუტერი და ყველა პროცესს მათი გამოყენებით მართავს. Ecommerce-ი – პროდუქციისა და მომსახურების ელექტრონული ყიდვა-გაყიდვა – პოპულარული ხდება და ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად გვევლინება. დიდი თუ პატარა კომპანიები ცდილობენ, არა მხოლოდ რეალურ ბაზარზე, არამედ ვირტუალურ ბაზარზეც დაიმკვიდრონ ადგილი და მომხმარებლები მოიზიდონ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

რომელი ონლაინ მაღაზიებია დღესდღეობით პოპულარული?
სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოც ჩაბმულია ონლაინ გაყიდვების ფერხულში. დღეს ქართულ ბაზარზე რამდენიმე ონლაინ მაღაზიაა, თუმცა მათი რაოდენობა სწრაფად იზრდება, ყველა მათგანი ცდილობს, გაუძლოს კონკურენციას და საკუთარი ნიშა მოიპოვოს. ონლაინ მაღაზია Liloshop-ი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი „ლილო მოლის“ ინტერნეტ მაღაზიაა. აქ შესაძლებელია ყველა იმ პროდუქტის ყიდვა, რომლებიც წარმოდგენილია ფიზიკურად „ლილო მოლში“, იქნება ეს ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო თუ საოჯახო ნივთები. საქართველოს ბაზარზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა ახალი მოთამაშე „ვენდუ“. ასევე ონლაინ მაღაზიები – Wishlist-ი და Extra-ც ოპერირებს ქართულ ბაზარზე.
რა ტიპის პროდუქტებზეა მოთხოვნა ონლაინ მაღაზიებში?
ონლაინ მაღაზიებში პროდუქციის ფართო არჩევანია, თუმცა მაინც შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე კატეგორია, რომელიც წლის ნებისმიერ დროს მოთხოვნადია.

ტანსაცმელი
ეს ქვეკატეგორია აერთიანებს ქალის, კაცისა და ბავშვის ტანსაცმელს, რომლებიც წლის ნებისმიერ დროს მოთხოვნადია, თუმცა ახალი სასწავლო წლისთვის მომხმარებელთა რიცხვი მკვეთრად იზრდება. ყველა ყიდულობს კაბას, შარვალს, ბლუზას, პერანგსა თუ პიჯაკს. ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს საზაფხულო პროდუქცია, რადგან დასვენებისა და გართობისთვის მზადების პროცესი ახალი ტანსაცმლის შეძენასაც გულისხმობს.

საოჯახო ნივთები
ტაფები, ქვაბები, ჭიქები, თეფშები, დანა-ჩანგლები, ჯამები – ყველაფერი ჭურჭელში ერთიანდება და მომხმარებელიც დიდი ენთუზიაზმით ყიდულობს ამ პროდუქტებს საკუთარი თუ სხვისი სამზარეულოსთვის. დიასახლისისთვის ხომ არასდროსაა საკმარისი ჭურჭელი. მოთხოვნადია საოჯახო, წვრილი ტექნიკა, რომელთა დიდი ნაწილიც ასევე სამზარეულოში იდებს ბინას და ოჯახის წევრების ცხოვრებას უფრო კომფორტულს ხდის.

სათამაშოები
თამაშს ბავშვის განვითარებაში დიდი როლი მოუძღვის, ამიტომაც მშობლები თუ ბებია-ბაბუები ცდილობენ, გაანებივრონ ისინი სხვადასხვა სათამაშოთი. შესაბამისად, ონლაინ მაღაზიებში სათამაშოებზე დიდი მოთხოვნაა. იქნება ეს ელექტო მანქანები, ფაზლები, კონსტუქტორები, თოჯინები, ტრაქტორები თუ სამაგიდო თამაშები.

სპორტული ინვენტარი
იცხოვრო ჯანსაღად, ნიშნავს დაკავდე სპორტის ერთ-ერთი სახეობით მაინც ან უბრალოდ ფეხით იარო შორ მანძილზე. სწორედ ამიტომ, ონლაინ მაღაზიებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ველოსიპედები, სპორტული ჩანთები, ხელთათმანები, როლიკები, სკეიტბორდები, ბურთები და ა.შ. მომხმარებლები, თავიანთი გემოვნებისა და სპორტული შესაძლებლობების მიხედვით, არჩევენ შესაბამის პროდუქციას.
ამრიგად, საქართველოში ყოველდღიურად მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ონლაინ ყიდულობს საჭირო ნივთებს. მოთხოვნის შესაბამისად, იზრდება მიწოდებაც და ბაზარზე სულ უფრო მეტი ინტერნეტ მაღაზია ჩნდება სხვადასხვა ასორტიმენტით.

R

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები