მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 მგზავრი დაშავდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მათი ნაწილი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი ჯერ საგზაო ნიშანს, შემდეგ კი ხეს დაეჯახა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას გულისხმობს