ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა სომხეთს თავისი ტერიტორიის გავლით ექსპორტის უფლება მისცა

აზერბაიჯანმა, მისი ტერიტორიის გავლით, სომხური პროდუქციის მესამე ქვეყნებში ექსპორტის ნებართვა გასცა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„ყველამ ვიცით, რომ აზერბაიჯანიდან სომხეთამდე სარკინიგზო მიმოსვლა არსებობს და შეუფერხებლად ფუნქციონირებს. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით გარე სამყაროსთან სარკინიგზო მიმოსვლაც ღიაა და მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენმა ბიზნესმა ეს ამბავი ჯერ ვერ გაითავისა“, – აღნიშნა ფაშინიანმა სომხეთის საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში.

მისი თქმით, საკითხი ეხება რკინიგზის კომუნიკაციას საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით მესამე ქვეყნებთან – რუსეთთან, ცენტრალურ აზიასთან და ჩინეთთან.

როგორც სომხეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს საკითხები აბუ-დაბიში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე განიხილეს.

„აზერბაიჯანის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ გზა გახსნილია“, – დასძინა ფაშინიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები