რა მსხვილი პროექტები განხორციელდა ქვემო ქართლში ბოლო 2 წელში
ქვემო ქართლი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებით ერთ-ერთი აქტიური რეგიონია. ბოლო ორი წლის განმავლობაში აქ არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა. მათი უმეტესობა სტრატეგიული მნიშვენობისაა.
გთავაზობთ 11 მსხვილ პროექტს, რომელიც ქვემო ქართლში 2018-19 წლებში განხორციელდა.
1. კუში-ავრანლოს დამაკავშირებელ გზა – პროექტისთვის 1 767 642 ლარი დაიხარჯა.
2. საბავშო ბაღი სოფელ არწივანში- ჯამში პროექტისთვის ღირებულება 318258 ლარია.
3. სოფელ წინწყაროში წყლის ჭაბურღილი, რეზერვუარი- პროექტის ივესტიციამ 330651 ლარი შეადგინა.
4. სოფელ ალგეთის საბავშვო ბაღი- ბაღი 150 ბავშვზეა გათვლილი. პროექტის ინვესტიცია 631 000 ლარია.
5. მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა- პროექტის საერთო ღირებულებამ 669 000 ლარზე მეტი შეადგინა.
6. ახალი ჭაბურღილი და სატუმბი სადგური მარნეულში – წყლით ამჟამად 17 სოფელი მარაგდება. პროექტის ღირებულება 506 949 ლარია.
7. ბოლნისის ისტორიულ უბანში ქვაფენილი – ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთზე ქვაფენილი 1360 მეტრზე დაიგო. პროექტის საერთო ღირებულებამ 1 701 382 ლარი შეადგინა.
8. 27 ბაგა ბაღის რეაბილიტაცია გარდაბნის მუნიციპალიტეტში – სამუშაოებისთვის 2 850 000 მილიონი ლარი გამოიყო.
9. გარდაბნის ხუთ სოფელში კუმისი, ქვემო თელეთი, ახალი წყალი, წალასყურსა და ზემო თელეთში 5 კმ სიგრძის გზა – პროექტის ჯამურმა ბიუჯეტმა 980 ათასი ლარი შეადგინა.
10. თეთრიწყაროს 3 დასახლებაში სპორტული სტადიონების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულებამ ჯამში 132 573 ლარი შეადგინა.
11. სოფელ ქოსალარამდე მისასვლელი, 5.8-კილომეტრიანი საავტომობილო გზა- სარგებლობს სოფლის მოსახლეობის 600-მდე ბენეფიციარი. სამუშაოების ღირებულება 1 516 856 ლარს შეადგენს.