“ქალაქი ყარს” – აქცია-პერფორმანსი რუსთავის მერიასთან (ფოტო, ვიდეო)
“ევროპული საქართველოს” რუსთავის ორგანიზაციის წევრებმა სამოქალქო აქტივისტებთან ერთად რუსთავის მერიასთან აქცია პერფორმანსი გამართეს,აქტივისტების განცხადებით ქალაქის მარჯვენა სანაპიროს ათასობით მოსახლეს ბოლო ოთხი თვეა მძაფრი სუნი აწუხებს, რაც პრობლემაა.
“რუსთავის მერიამ უნდა გამოიკვლიოს და საზოგადოება ჩააყენოს საქმის კურში, თუ რა კეთდება ამ პრობლემის მოსაგვარებლად”,- ამბობს “ევროპული საქართველოს” წევრი ნინო იმედაშვილი.
კითხვაზე თუ ათასობით რუსთაველს აწუხებს ეს პრობლემა, აქციაზე რატომ დგას ათი ადამიანი, იმედაშვილი მოქალაქეების პასიურობას და ამინდს უკავშირებს.
აქციის მონაწილეებმა მერიასთან სიმბოლურად ე.წ. პულივიზატორები მიიტნაეს და ჰაერში გაუშვეს. პარალელურად კი მერიის წინ გოგირდი დაანთეს, მათი თქმით, მიზანი მერიის თანამშრომლებისთვის მძაფრი სუნით მცირე დისკომფორტის შექმნა იყო.
ადგილობრივი თვითმმართველობიდან აქციის მონაწილეებს არავინ გამოხმაურებია.
“კვირა” მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, აღმოჩენილია ორი კერა, საიდანაც ქალაქში მძაფრი სუნი ვრცელდება და ამჟამად შესაბამისი ორგანოების მიერ მათი ლაბორატორიული შემოწმება მიმდინარეობს. “რუსთავის მერია აქტიურად არის ჩართული იმ მონიტორინგში რომელსაც სპეციალური სამსახურები ახორციელებენ “, – აცხადებენ რუსთავის მერიაში.