ავტოსაგზაო შემთხვევა თელეთთან – ორი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სომხური ნომრებით მოძრავ მიკროავტობუსს მგზავრები გადაჰყავდა, რა დროსაც ერთმანეთს სამი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.