ხულოში საჯარო მოხელეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ახალგაზრდა საჯარო მოხელეებისთვის “ქალთა ოთახში”, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
როგორც “კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება – „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ განიხილეს.
კერძოდ:
საჯარო მოსამსახურის პროფესიული საქმიანობის სტანდარტები: სექსუალური შევიწროების დაუშვებლობა; გენდერული თანასწორობა; პროფესიონალიზმი; ანგარიშვალდებულება; კომუნიკაცია; გუნდურობა და კოლეგიალობა.
საჯარო მოსამსახურის ურთიერთობა საზოგადოებასთან: გამჭვირვალობა და ღიაობა; საჯარო ინფორმაციის გაცემა; მოქალაქეთა ჩართულობა და მომსახურების გაწევა.​
აღნიშნულ თემის განხილვასთან დაკავშირებით მოწვეულნი იყვნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე ანნა მდინარაძე და ასევე საიას იურისტი პაატა დიასამიძე. ​საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესებზე საუბრის მიზანია საჯარო დაწესებულებაში ეთიკური გარემოს შექმნა და საჯარო მოსამსახურის პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება, რაც უზრუნველყოფს მიუკერძოებელი, ობიექტური და კოლეგიალური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას, ასევე საჯარო სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდას.
აქტივობა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ქალთა ოთახისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები