გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები გრძელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფლებისშინდისის, ფხვენისისა და ნიქოზის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრებზე საუბარი შეეხო სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებს და არსებულ პრობლემებს. ყურადღება გამახვილდა ადგილობრივებისთვის პრიორიტეტულისაკითხების მოგვარებაზე, მათ შორის, ინფრასტრუქტურული, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს ის პროექტები გააცნეს, რომელთა განხორციელებაც გორის მუნიციპალიტეტშია დაგეგმილი. შეხვედრზე ხაზგასმით აღინიშნა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების აქტიური ჩართულობის დამსგავსი ფორმატის შეხვედრების მნიშვნელობა. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტში მაქსიმალურად იქნება ასახული შეხვედრებზე გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრისა და საჭიროებების უზრუნველყოფის გზები.
გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის წევრები მიხეილ ყაველაშვილი, ენძელა მაჭავარიანი და კობა კობალაძე, გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები