7 წლის ბავშვმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს ხეები აჩუქა
7 წლის შაკო გულუას ინიციატივით, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს საჩუქრად 60 წლის წინ სოხუმის ბოტანიკური ბაღიდან ჩამოტანილი, პოდოკარპუსისა და კიპარისის ჯიშის ხეები გადასცეს. ხეების დარგვაში მონაწილეობა მშობლებთან ერთად თავად მოზარდმაც მიიღო. ხეების ბოტანიკურ ბაღში გადატანა ზუგდიდის მერიამ უზრუნველყო. ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ XIX საუკუნეში გაშენებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის აღდგენის სამუშაოები უკვე ერთი წელია მიმდინარეობს. მოუვლელობის გამო, ბაღი თითქმის სრულად იყო განადგურებული.
ბაღის აღდგენის სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტს მსოფლიო ბანკი ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით აფინანსებს. მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.