რა მსხვილი პროექტები განხორციელდა შიდა ქართლის რეგიონში ბოლო 2 წელიწადში
შიდა ქართლი ერთ-ერთი იმ რეგიონთაგანია, სადაც ბოლო 2 წლის განმავლობაში არაერთი პროექტი განხორციელდა, რომლებიც როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ხელშეწყობის, რეგიონში საგანმანათლებლო, სამედიცინო, სპორტული ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, სოფლის მეურნეობის დარგისა და ადგილობრივი წარმოების კიდევ უფრო მეტად განვითარების ხელშეწყობის მიმართულებებს მოიცავდა.
1. ქ. გორში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა – სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის 7-ბრიგადიანი შენობა, რომლის ფართობი 298 161 კვადრატული მეტრია. პროექტის ღირებულება 430 945 ლარს შეადგენს.
2. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში, ქვემო ნიქოზში, ხურვალეთსა და ტყვიავში გარეგანათების სისტემები – სამუშაოებისთვის 333 670 ლარი დაიხარჯა.
3. ქ.გორში წმინდაწყლის დასახლებაში 8 სკვერი – პროექტების განხორციელებისთვის 136 028 ლარი დაიხარჯა.
4. კარალეთის დევნილთა დასახლების გზა – პროექტის ინვესტიცია 3 889 930 ლარს შეადგენს.
5. საკორინთლო-ახალშენას გზის 2,5 კმ-იანი მონაკვეთი – პროექტის ინვესტიცია 1 564 000 ლარია.
6. კასპის სპორტული კომპლექსი – რეაბილიტაციაზე დაიხარჯა 2 459 216 ლარი.
7. კასპში საგანმანათლებლო სამსართულიანი პროფესიული კოლეჯი – სასწავლებელი 200 სტუდენტზეა გათვლილი და მის მშენებლობაზე 3 893 624 ლარი დაიხარჯა.
8. ქალაქ ხაშურში, იმერეთის ქუჩაზე სპორტული კომპლექსი – შენობაში 40 ადამიანზე გათვლილი სასტუმროა. პროექტის ინვესტიცია 2 292 455 ლარია.
9. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი – პროექტის ინვესტიცია 560 569 ლარია.
10. ქარელის მუნიციპალიტეტის ბრეძა – ჭვრინისის 3-კილომეტრიანი გზა – ინვესტიციამ 800 000 ლარი შეადგინა.