მარტვილის მუნიციპალიტეტში საერთაშორისო ტურნირი ფეხბურთში ,,მომავლის თასი 2019″ დაიწყო
მარტვილის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის ბაზაზე საეთაშორისო ტურნირი ფეხბურთში „მომავლის თასი 2019“ დაიწყო.
ტურნირში მონაწილეობს 8 გუნდი, მათ შორის: მარტვილის „დინამო“, ფოთის „კოლხეთი“, ზუგდიდის „ბაია“, სამეგრელო U- 12, თბილისის „დინამო“, ქუთაისის „მართვე“, ბათუმის „დინამო“ და F.C. „SABAH”.
ტურნირი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის, მარტვილის საფეხბურთო სკოლის ორგანიზებით და „დინამო თბილისის“ დაფინანსებით ტარდება.
„მომავლის თასი 2019“–ის გახსნას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი, ,,დინამოს” აკადემიის ფეხბურთელები, მწვრთნელები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.