თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში პრაქტიკულად აღარ გვაქვს გაჩერებული საინვესტიციო პროექტი
,,ჩვენ რეგიონში პრაქტიკულად აღარ გვაქვს გაჩერებული საინვესტიციო პროექტი” ,- ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე, ქობულეთში განაცხადა.
მისი თქმით, მათ რიცხვს კიდევ ბევრი დაანონსებული პროექტი დაემატება.
,,მათ რიცხვს კიდევ ბევრი დაანონსებული პროექტი დაემატება, ნაწილი კი – წლის განმავლობაში აქტიური მშენებლობის ეტაპზე გადავა. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ კონკრეტული საქმიანობებიდან გამომდინარე, ორი წლის განმავლობაში 6 000 სამუშაო ადგილი უნდა შევქმნათ” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, აჭარის მთავრობის ამბიციური გეგმის შესაბამისად, წლის ბოლომდე საინვესტიციო პორტფელი 3 მილიარდ ლარზე უნდა ავიდეს.
,,ეს იქნება მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია, რომელიც რეგიონს შეჰმატებს, როგორც ახალ, თანამედროვე ტურისტულ ობიექტებს, სასტუმროებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ ვაპირებთ, რომ იყოს თანაბარი ეკონომიკური შესაძლებლობები და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ საწარმოებს კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი”. – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე.