წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზიფიცირების პროცესი იწყება

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, საყდრიონსა და სამებაში გაზიფიცირების პრობლემა 2021 წელს სრულად მოგვარდება. ამის შესახებ ადგილობრივებს ინფორმაცია რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკანონმდებლო ორგანოში კახა ოქრიაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და ქალაქის მერმა მიაწოდეს.
2019 წელს წალკის მუნიციპალიტეტში ჯამში 6 მილიონ ლარამდე ღირებულების 78 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. ძირითად გამოწვევას კი სოფლებში ბუნებრივი აირის არარსებობა წარმოადგენს, თუმცა წალკის მერის, ილია საბაძის განცხადებით, ზამთრის სეზონის დადგომამდე მოსახლეობა შეშით იქნება მომარაგებული.

ამასთან, შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობისგან პირადად მოისმინეს ის პრობლემები, რომლებიც ადგილობრივებს აწუხებთ. გარდა ამისა, მთავრობის წევრების თქმით, 2020 წლის ბიუჯეტი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით უნდა დაიგეგმოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები