იოსებ ხახალეიშვილი: მოსახლეობასთან შეხვედრებზე დასმული ყველა პრობლემა იქნება იდენტიფიცირებული და უახლოეს მომავალში მოგვარებული

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების ქვიტირის,ზედა და ქვედა მესხეთის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრის მიზანს იმ პრობლემებზე საუბარი წარმოადგენდა, რაც ამ სოფლებისთვის პრიორიტეტულია. სამივე სოფელში ოთხი ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა, საუბარია ინფრასტრუქტურულ, გზის, წყლისა და გარე განათების პრობლემებზე.
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ყველა ის პრობლემა, რაც ადგილობრივებს აწუხებს, მაქსიმალურად მცირე დროში იქნება მოგვარებული.

“ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მსგავს შეხვედრებზე ახორციელებს პრობლემების იდენტიფიცირებას, რის შესაბამისადაც გადაწყდება ადგილობრივ თუ ცენტრალური ხელისუფლების დონეზე”, – თქვა ხახალეიშვილმა.

ადგილობრივების თქმით კი მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს შეუწყობს, რომ ყველა არსებული პრობლემა პირადად გააცნონ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რაც საშუალებას მისცემს მათ დასახონ პრიორიტეტები აღნიშნული მუნიციპალიტეტისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები