12 მსხვილი პროექტი, რომელიც გურიის რეგიონში ბოლო 2 წელში განხორციელდა
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გურიის რეგიონში საკმოდ ბევრი, მნიშვნელოვანი ინსფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. მათ შორის ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი – როგორიც არის გზა და სკოლა.
ქვემოთ მცირე ჩამონათვალის სახით გთავაზობთ ამ პროექტებს:
1. ჭანიეთის ახალი სკოლა – პროექტის ღირებულება 1 600 000 ლარს შეადგენს.

2. N 4 საბავშვო ბაღი ოზურგეთში- ბაღი 100 ბავშვზეა გათვლილი. პროექტის ჯამური ღირებულება კი 520 462 ლარია.

3. მაკვანეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა-მოასფალტდა 2 კილომეტრიანი მონაკვეთი. სამუშაოების ღირებულება 1 345 000 ლარს შეადგენს.
4. არტემ ერქომაიშვილის სახელობის სიმღერისა და გალობის მუზეუმი სოფელ მაკვანეთში- პროექტის ღირებულება 364 049 ლარია.

5. მინიატურების პარკი შეკვეთილში -არქიტექტურული ძეგლის 50- მდე მინიატურა. პროექტის სრული ღირებულება 10 მილიონი ლარია.

6. ხელოვნების სასახლე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში – დარბაზი 350 მაყურებელზეა გათვლილი და ჯამში პროექტის ღირებულება 2 499 004 ლარს შეადგენს.

7. ბუკისციხე – ზემოსურების საავტომობილო გზა (ბუკისციხე – დიდივანის მონაკვეთი)- 6,5 კმ. ა/ბეტონის საფარი. პროექტის ღირებულება 2 571 352 ლარია.

8. წიფნარის საჯარო სკოლა- სკოლა 60 მოსწავლეზეა გათვლილი და სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ 749 473 ლარი შეადგინა.

9. შუა ამაღლების საჯარო სკოლა- შენობა 120 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ღირებულება 1 878 868 ლარია.

10. ზოტის საჯარო სკოლა- საგანმანათლებლო დაწესებულება 120 მოსწავლეზეა გათვლილი. სამუშაოების ღირებულება 1 200 000 ლარია.

11. ჯიხეთის დედათა მონასტრამდე მისასვლელი გზა- პროექტის ღირებულებამ 942 278 ლარი შეადგინა.

12. ლანჩხუთის ჭადრაკის სახლი – პროექტის ჯამური ღირებულება 86 000 ლარია.
