ზესტაფონში სოფელ ბოსლევის გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება.
გზის რეაბილიტაცია სოფელ ბოსლევში, საკრამიტის უბნისა და სოფელ ნიჩაფას დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მიმდინარეობს.
როგორც “კვირას” ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, გზის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები ვიცე მერმა, დავით მაღრაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
პროექტის მიხედვით გზის ზედაპირზე არმირებული ბეტონის საფარი იგება. რეაბილიტაციას 1 კმ-მდე მონაკვეთი ექვემდებარება. გზის აღდგენის სამუშაოებზე 144 381 ლარი დაიხარჯება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სატენდერო ვალდებულებით, ბოსლევის გზის რეაბილიტაციას შპს „ ალპედე“ ახორციელებს.
რეაბილიტირებული გზით სარგებლობას დაახლოებით 250 ოჯახი შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები