რა მსხვილი პროექტები განხორციელდა სამცხე-ჯავახეთში ბოლო 3 წელში
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბოლო 3 წლის განმავლობაში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რამაც ხელი შეუწყო როგორც რეგიონის პოპულარიზაციას, ისე ტურიზმის განვითარებას.
წარმოგიდგენთ 10 მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელიც რეგიონში განხორციელდა.
- ვარძიის სამონასტრო კომპლექსი – პროექტის დარგლებში მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა, ვიზიტორთა ცენტრი და მოასფალტდა ვარძიაში მისასვლელი გზა. პროექტის ინვესტიციამ 1 752 421 მილიონი ლარი შეადგინა.
- მოხდა ვანის ქვაბებთან მისასვლელი გზა – პროექტზე 593 562 ათასი ლარი დაიხარჯა.
- ადიგენის მუნიციპალიტეტში, კურორტ აბასთუმანში ისტორიული ხის სახლები – პროექტის ინვესტიცია 3 715 305 მილიონი ლარია.
- საქართველოში ერთადერთი ასტროფიზიკური ობსერვატორია – პროექტის ინვესტიცია 3 422 554 ლარია.
- საფარის მონასტერთან მისასვლელი 12 კმ-იანი გზა ახალციხეში – პროექტის ინვესტიციამ ჯამში 3 775 140 მილიონი ლარი შეადგინა.
- ახალციხეში რეაბილიტაცია ჩაუტარდა საცხოვრებელი კორპუსების ფასადებს. გარემონტდა 23 კორპუსი. პროექტის ინვესტიციამ 2 302 327 მილიონი ლარი შეადგინა.
- 3-კილომეტრიანი ქუჩა ახალქალაქში, რომელიც 2000 ადამიანს მოემსახურება – პროექტის ინვესტიცია 1 164 665 მილიონი ლარია.
- ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვარის დამაკავშირებელი 7 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია – პროექტისთვის 2 355 655 მილიონი ლარი დაიხარჯა.
- ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტში 2 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია – პროექტის ინვესტიციამ 592 592 ათასი ლარი შეადგინა.