თამარ ხულორდავა პრეზიდენტის მიერ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებაზე: ჩემთვის ეს გადაწყვეტილება გაუგებარია

ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა, თუმცა ჩემთვის ეს გადაწყვეტილება გაუგებარია – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი თამარ ხულორდავა არსებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე შეიწყალა.
დეპუტატი საკითხზე ვრცელი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.
“შეწყალება იცით, რომ პრეზიდენტის პრეროგატივაა. ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა, თუმცა ჩემთვის ეს გადაწყვეტილება გაუგებარია. მეტ კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებ”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. არსებული ინფორმაციით, შეწყალებულთა შორისაა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები