ნიკა გვარამია: მაუწყებლობას ვიწყებთ ტელეკომპანია “იბერიის” შენობიდან

ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ “მთავარი არხი” ამ ეტაპზე მაუწყებლობას ტელეკომპანია “იბერიის” შენობაში დაიწყებს.
მისი თქმით, ზაზა ოქუაშვილი არის მნიშვნელოვანი პარტნიორი.
“ჩვენ დროებით მაუწყებლობას ვიწყებთ ტელეკომპანია “იბერიის” შენობიდან. მინდა ვთქვა, რომ ზაზა ოქუაშვილი არის უკომფორტულესი პარტნიორი, არ ვიცი მისი ბიოგრაფია მანამდე, თვალყური არ მიმიდევნებია, ბიზნესმენი იყო და აშ. დღეის მდგომარეობით ეს ადამიანი თავისი გამბედაობით, თანმიმდევრულობით და ხელშეწყობით, მაგალითად იმით, რომ ორ კვირაში დახურული არხის გაშვებას უზრუნველყოფს იგივე ფორმით თავისი შენობიდან, ვფიქრობ რომ (ჩემთვის ყოველ შემთხვევაში) ნამდვილად არის აღტაცების ღირსი. ბატონი ზაზა და მე ამ შენობაში ვათავსებთ სტაფს, გვაქვს საეთერო სტუდია, ყველაფერი და ვიწყებთ დროებით მაუწყებლობას”, -განაცხადა ნიკა გვარამიამ ფეისბუქლაივისას.
“მთავარმა არხმა” შესაძლოა საქმიანობა დიღომში, “ასტრა პარკის” შენობაში, განაგრძოს. “ასტრა პარკის” დირექტორი თამაზ შაფათავა ვარაუდობს, რომ ტერიტორიას სექტემბერში გადააფორმებენ. ნიკა გვარამია კი აცხადებს, რომ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები