სოფელ დაგვაში სახალხო ზეიმი „მარიამობა“ აღინიშნა (ვიდეო)

სოფელ დაგვაში ტრადიციული სახალხო ზეიმი „მარიამობა“ აღინიშნა.
ღონისძიების ფარგლებში ქობულეთის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, სოფლის ცენტრში ღია ცის ქვეშ, დაგვას კულტურის სახლის მიმდებარედ,  კონცერტი  გაიმართა. სახალხო ზეიმზე სოფელ დაგვას მკვიდრთა ხელნაკეთი ნივთები და ხალხური რეწვის ნიმუშები გამოიფინა.
მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძემ დაგველებს მიესალმა და სოფლის დღესასწაული მიულოცა. ღონისძიების ბოლოს საპატიო დაგველები გამოვლინდნენ, რომლებსაც სიგელები გადაეცათ.

სახალხო ზეიმს საბერძნეთიდან ტრადიციულად, სადღესასწაულოდ ჩამოსული ბერძნები ესწრებოდნენ.
სოფელ დაგვაში სახალხო ზეიმი „მარიამობა“ 2006 წლიდან, ყოველწლიურად აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები