თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში გვაქვს უპრეცედენტოდ დინამიკური ეკონომიკური აქტივობა

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. თორნიკე რიჟვაძემ რეგიონის საინვესტიციო გარემო და მიმდინარე ეკონომიკური პროცესები მიმოიხილა და შეაფასა.
“ჩვენ აჭარაში გვაქვს უპრეცედენტოდ დინამიკური ეკონომიკური აქტივობა. აჭარა სამშენებლო ნებართვების გაცემის კუთხით არის ლიდერი ქვეყნის მასშტაბით. მილიონ ნახევარი კვადრატული მეტრის სამშენებლო ნებართვები გაიცა რეგიონის მასშტაბით, მუნიციპალიტეტების მიერ, ბოლო 6 თვის მონაცემებით”, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ეკონომიკური განვითარების საბჭოს სხდომაზე.
ეკონომიკური განვითარების საბჭოს სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ ის შედეგები მიმოიხილა, რომლებიც რეგიონის მთავრობის მიერ, 1 წლის წინ მიღებულ, ინვესტიციების ხელშეწყობის ახალ რეგულაციას მოჰყვა. ამ რეგულაციის შედეგად, აჭარაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მილიარდი ლარის საინვესტიციო პროექტები განახლდა. აჭარის მთავრობის გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე, განახლებული პროექტების გარდა, არანაკლებ სამი მილიარდი ლარის ღირებულების ახალი საინვესტიციო პროექტების პორტფელი შეიქმნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები