რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა რაჭაში ბოლო 2 წლის განმავლობაში

უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. პროექტები გზებისა და ხიდების რეაბილიტირებას, ახალი სხვადასხვა საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების აშენებას მოიცავდა. პროექტები სპორტისა და კულტურის მიმართულებითაც განხორციელდა.

1. ხვამლის მთასთან მისასვლელი 14 კმ-იანი გზა ცაგერის მუნიციპალიტეტში – პროექტის ინვესტიცია 15 851 500 მილიონი ლარია.
2. ისტორიული მურის ციხესთან საფეხმავლო ბილიკები და კლდეზე დაკიდებული საფეხმავლო გზა – ბილიკის საერთო სიგრძე 1515 მეტრია. პროექტი 25 1242 ლარი დაჯდა.
3. საზოგადოებრივი ცენტრი ცაგერის მუნიციპალიტეტში – ცენტრში 3 ადამიანი დასაქმდება. პროექტის ინვესტიცია 350.000 ლარია.
4. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშშის ჩანჩქერზე შემინული გადასახედი – პროექტისთვის  61895 ლარი დაიხარჯა.
5. აგრანო ვაჩაძის სახელობის საფეხბურთო მოედანი დამხმარე შენობებით ქალაქ ამბროლაურში. პროექტის ინვესტიციამ  2 770 000 ლარს შეადგინა. საფეხბურთო მოედანი 500 მაყურებელზეა გათვლილი.
6. შიდა სახელწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობიოლო გზა სოფელ ჭყვიშში – რეაბილიტაცია 14კმ-იან მონაკვეთზე ვრცელდება და ასევე რეაბილიტირდება 7 ხიდი. პროექტის ინვესტიცია 19 671 177 მლნ. ლარია.
7. ზემო იმერეთი-რაჭის ახალი საავტომობილო გზა – საჩხერე-ქვემო ხევი-შქმერი მეორე ლოტის 5კმ-იანი გზის მონაკვეთი. ინვესტიციამ 145 მილიონი ლარი შეადგინა.
8.  სამედიცინო ამბულატორია უწერაში – პროექტის ბიუჯეტი 28 993 50 ლარს შეადგენს.
9. ქუთაისი-ცაგერი-ლენტეხი-ლასტილის მონაკვეთის დამაკავშირებელი გზა – პროექტის ღირებულება 33 500 000 ლარია.
10. საბავშვი ბაღები ქალაქ ლენტეხსა და სოფელ მელეში – პროექტების საერთო ინვესტიცია  299 999 ათასი ლარია.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები