6 მსხვილი პროექტი, რომელიც კახეთის რეგიონში ბოლო 2 წელში განხორციელდა
კახეთის რეგიონში, ბოლო 2 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის მიმართულებით არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა.პროექტების განხორციელება მუნიციპალიტეტების საჭიროებებიდან გამომდუნარე ხდებოდა.
1. რაგბის კომპლექსი თელავის მუნიციპალიტეტში სპორტულ ბაზაზე 2 სათამაშო მოედანი, ბუნებრივი და ხელოვნური საფარით. ბუნებრივსაფარიანი მოედანი 16 000 მაყურებელზეა გათვლილი. ხელოვნურსაფარიანი კი – სპორტსმენების სავარჯოშოდაა განკუთვნილი. პროექტის ინვესტიცია 6 მლნ. ლარია.
2. ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნები თელავის 2 სოფელში – კონდოლსა და ლაფანყურში
მოედნების მოწყობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა და ჯამში 175 480 ლარი დაჯდა.
3. #3 საბავშვო ბაგა-ბაღი ქალაქ ყვარელში. ბაღი 140 ბავშვზეა გათვლილი. პროექტის ინვესტიცია 327 900 ლარია.
4. #1 ბაგა ბაღი ყვარელში. ბაღი 110 ბავშვზეა გათვლილი. პროექტის ინვესტიცია 420 000 ლარს შეადგენს.
5. პირველი საბავშვო ბაგა-ბაღი ახმეტაში. ბაღი 90 ბავშვზეა გათვლილი. პროექტის სრული ღირებულება 615 000 ლარს შეადგენს.
6. #1 საბავშვო ბაგა-ბაღი გურჯაანში. ბაღი 250 სკოლამდელ აღსაზღდელზეა გათვლილი.
პროექტის ინვესტიციამ ჯამში 310 000 ლარი შეადგინა.