პეკინის გამზირზე მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენეს

თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი ქალი იყო და ის ადგილიდან მიიმალა. ბავშვს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მცირეწლოვანი ჟვანიას კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

როგორც ,,კვირას” შსს-დან აცნობეს, გამოძიება 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს არასრულწლოვნის მიმართ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები