ზუგდიდის მშენებარე სტადიონის დასრულებისთვის 10,5 მლიონიანი ტენდერი გამოცხადდა
ზუგდიდში მშენებარე სტადიონის დასრულებასთან დაკავშირებით მუნიციპალური განვითარების ფონდმა 10 548 180 ლარი გამოყო. კერძოდ, ძირითად მოედანზე დაგეგმილია არსებული ბალახის საფარის დემონტაჟი და ახლის მოწყობა, ტრიბუნების გადახურვა, მოედნის განათება, შიდა და გარე საინჟინრო კომუნიკაციებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები.
რაც შეეხება სათადარიგო სტადიონის მშენებლობას, ის 1 200 მაყურებელზე უნდა იყოს გათვლილი. მოედანი ხელოვნურ საფარიანი იქნება, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება სარწყავი და სადრენაჟე სისტემით. ამასთან, დაგეგმილია მოედნის განათება, შიდა და გარე საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობა.
ტენდერში წინადადებების მიღება 12 სექტემბერს დაიწყება და 5 დღეში დასრულდება.]