გია ვოლსკი: პარტიის თავმჯდომარის მოწოდებაა, მოსახლეობასთან მჭიდრო კავშირი გვქონდეს(ფოტო,ვიდეო)

პარტიის ლიდერის მოწოდებაა ხალხთან ხშირი შეხვედრები, რადგან არის პრობლემები, რომელიც დაუყოვნებლივ მოგვარებას საჭიროებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გია ვოლსკიმ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სოფლებში არსებობს პრობლემები, რომელთა მოგვარებაც მარტივადაა შესაძლებელი. „პარტიის ლიდერის მოწოდებაა ხალხთან ხშირი შეხვედრები, რადგან არის პრობლემები, რომელიც დაუყოვნებლივ მოგვარებას საჭიროებს და მისი მოგვარება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა არსებობს საკითხები, რომელიც თავისი მასშტაბურობით გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებიც ესწრებოდნენ. აღთაკლიის, ყარათაკლიის და ყარაჯალარის მცხოვრებლებმა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს იმ პრიორიტეტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც ადგილობრივებს განსაკუთრებით აწუხებს და პრობლემას ძირითად საგზაო ინფრასტრუქტურა წარმოადგენს.

სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა შეხვედრისას განაცხადა, რომ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით უნდა დაიგეგმოს. “ვაჯამებთ იმ გამოწვევებს, იმ პირველი რიგის ამოცანებს, რაც აუცილებელია და გადაუდებელ მოგვარებას საჭირობეს”, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას კი აღნიშნა, რომ სოფელ აღთაკლიაში საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც 280 ბავშვზეა გათვლილი, თითქმის დასრულებულია, ყარაჯალაში კი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ცოტახნის წინ გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები