ვატო წერეთელი: გირაოს სახით შეიძლება „ტვ პირველის“ შენობა ჩაიდოს
„ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის, თქმით, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის საქმესთან დაკავშირებით, გირაოს სახით შეიძლება „ტვ პირველის“ შენობა ჩაიდოს. მისივე თქმით, წერეთლების ოჯახი აქტიურ ბიზნესში აღარ არის.
„პროკურატურას მაგალითად მოჰყავს გირაოს შეფარდებაზე ხადარკოვსკი რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენი ქვეყნის პროკურატურა და სასამართლო ვერ გასცდა რუსეთს. სამწუხაროდ, ჩემი ოჯახი აქტიურ ბიზნესში აღარ არის, რატომ აღარ არის, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ყველაზე ცუდი რაც ხდება არის, რომ გირაოს სახით შეიძლება მოხდეს „ტვ პირველის“ შენობის ჩადება. მე უნდა ვიხსნა მამაჩემი, რადგან ჩვენ ბიზნესში აღარ ვართ, ქონების ჩადება თუ მოგვიწევს, ეს იქნება „ტვ პირველის“ შენობა“, – განაცხადა წერეთელმა.