სამეგრელოს რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
მოსახლეობაში არსებული საჭიროებების და სოფლად არსებული პრობლემების ადგილზე გასაცნობად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოქალაქეებთან შეხვედრები ინტენსიურად მიმდინარეობს.
ამჯერად მოსახლეობასთან შეხვედრები სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში: ლეძაძამე, ფოცხო და უშაფათში გაიმართა.
ადგილობრივი მოსახლეობასთან შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც ხელისუფლების წამომადგენლებმა მოსახლეობის საჭიროებებზე მიიღეს ინფორმაცია.
მოსახლეობამ შეხვედრებზე, მთავარ საჭიროებად შიდა გზების, სასმელი წყლის, შეშის და გაზის პრობლემის მოგვარება დაასახელა.
სენაკის სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.