ხულოს მერიაში ხელმძღვანელ პირებს ტრენინგი უტარდებათ

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში, ხელმძღვანელ პირებს ეფექტიანი მუშაობის საკითხებზე ტრენინგი უტარდებათ. გადამზადება ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. როგორც “კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ტრენინგის თემებია: „პოლიტიკური პიარი, ლიდერობა და პოლიტიკური მენეჯმენტი“, „ანგარიშის მომზადება და ეფექტური პრეზენტაცია“, „პროექტის წერა“.
მათივე ინფორმაციით, ტრენინგი ერთდღიანია და პოლიტიკური რებრენდიგისა და მართვის ცენტრის დირექტორი თამარ ჩიბურდანიძე ატარებს. სწავლების დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები