თორნიკე რიჟვაძის მმართველობის პერიოდში აჭარაში მილიარდი ლარის საინვესტიციო პროექტები განახლდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის ახალი რეგულაციის შედეგად განახლებული საინვესტიციო პროექტები დაათვალიერა. თორნიკე რიჟვაძე  სამ   საინვესტიციო ობიექტზე იმყოფებოდა:  შპს “კროსვეისი” – რუმსი, შპს “GIMG” –  ე.წ „კემპინსკი“ და შპს „ტამ ჯეო“ –  ბაბილონ თაუერი.

როგორც ინვესტორები ამბობენ, ახალმა რეგულაციამ აჭარაში ბიზნეს საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტური და ჯანსაღი გახადა.

აჭარის მთავრობის მიერ 1 წლის წინ ამოქმედებული რეგულაციის მთავარი პრინციპია – ბიზნესს მიეცეს  განვითარების ახალი შესაძლებლობა  და  შეფერხებული პროექტები საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში განაახლოს. ამავდროულად, განკარგულების თანახმად,  სახელმწიფო აზღვევს  თავის  საჯარო ინტერესს.

აღნიშნული რეგულაციის შედეგად, აჭარაში ბოლო 1 წლის განმავლობაში 30-ზე მეტი  საინვესტიციო პროექტი განახლდა, რომელთა   ჯამური ღირებულება  დაახლოებით 1 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს.

აჭარის მთავრობის საინვესტიციო გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე,  განახლებული პროექტების გარდა, არანაკლებ 3 მილიარდი ლარის ღირებულების ახალი საინვესტიციო პროექტების პორტფელი შეიქმნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები