ბორჯომში ომში და სამშვიდობო მისიებში დაზარალებულთათვის პროექტი „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა 2019″ დაიწყო
ბორჯომში პროექტი „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა 2019“ დაიწყო, რომელიც ომში და სამშვიდობო მისიებში დაზარალებულთათვის სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო აქტივობების მოწყობას ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში ბორჯომის რაიონის სოფელ ჩითახევში კარვების ბანაკი მოეწყობა, სადაც 8 დღის განმავლობაში ჯომარდობის, პეინტბოლისა და შვილდოსნობის ტურნირები გაიმართება. ღონისძიებებში სამხედროებთან ერთად რეგიონში მცხოვრები შშმ ახალგაზრდებიც ჩაერთვებიან.
პროექტის მიზანი შეზღუდული შესაძლებობების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დამკვიდრებული სტერეოტიპის დამსხვრევაა.