ატენში, რაზმათის ხეობაში ხანძარია

შიდა ქართლში, ატენის რაზმათის ხეობაში ხანძარია. ამ დროისთვის ხანძრის ლოკალიზების პროცესში ჩართულია, როგორც საგანგენო მართვის სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, ასევე მიმდინარეობს დამატებითი ძალების მობილიზება შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებსა ​ და სხვა რეგიონებიდან. ხანძრის ქრობის პროცესში  შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო.

,,საგაანგებო მართვის შიდა ქართლის სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინა, ამ დროისთვის შეიმჩნევა ღია კერები და ძლიერი დაკვამლიანება, ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა ,ასევე ტექნიკა და ორი ვერტმფრენი. ხანძრის მასშტაბურობიდან გამომდინარე საჭირო გახდა დამატებითი ძალების მობილიზებაც. ხანძარი წიწვოვანი ტყის მასივშია გაჩენილი”, – განაცხადა საგანგებო მართვის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ალეკო ბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები