სოფელ ატენის სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ქალაქის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 335 689 ლარი გამოიყო. ტენდერში გამრჯვებულმა კომპანიამ შპს „მშენებელი 80“-მა ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები დეკემბრამდე უნდა დაასრულოს.

სოფელ ატენის სასმელი წყლის სათავე ნაგებობა, რომელიც სოფელ ბობნევში მდებარეობს, ექსპლუატაციაში 1965 წელს შევიდა. 2017-2018 წლებში განხორციელდა სოფლის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, რომელიც დაექვემდებარა ბობნევში მოწყობილ სათავე ნაგებობას. სამუშაოების დასრულებიდან ოთხი თვის შემდეგ, სათავის შემკრებ ჭაში მოულოდნელად წყლის დებეტმა იკლო. შესაბამისი კვლევებით დადასტურდა, რომ წყლის დაკარგვა სათავე ნაგეგობობის ერთ-ერთი ამორტიზირებული კედლიდან წყლის გაჟონვამ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები