სოფელ ბოლაჯურთან ავარიის შედეგად, ერთი მამაკაცი დაშავდა

ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოლაჯურთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების თქმით, “ბეემვეს” მარკის მანქანა ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მამაკაცი დაშავდა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები