ე.წ. ზედა დიმის ხიდს, რომელიც ქალაქ ბაღდათს ექვს სოფელთან აკავშირებს, 2020 წელს სრული რეაბილიტაცია ჩუტარდება
ბაღდათის მუნიციპალიტეტში , მდინარე ხანისწყალზე არსებულ ე.წ. ზედა დიმის ხიდს, რომელიც ქალაქ ბაღდათს ექვს სოფელთან აკავშირებს, 2020 წელს სრული რეაბილიტაცია ჩუტარდება.
როგორც „კვირას“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სამუშაოებს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 ივლისის N1695 განკარგულებით საქართველოს გზების დეპარტამენტი უზრუნველყოფს. ხიდს მუნიციპალიტეტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. რეაბილიტაციის შემთხვევაში მოსახლეობა ცენტრთან დაკავშირებას დროულად და უსაფრთხოდ შეძლებს.