ყვარელში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მესამე დღეა მიმდინარეობს (ვიდეო)

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მესამე დღეა აქტიურად მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა “კვირას” განუცხადა, რომ ახალსოფლის ტყეში ცეცხლის ქრობის სამუშაოებს მეხანძრე-მაშველები ახორციელებენ. ამ დროისთვის სრულად ლოკალიზებულია ღია კერები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ცნობისთვის, ახალსოფელში ხანძარი 23 აგვისტოს გაჩნდა. ცეცხლის გავრცელების არეალი 10 ჰექტრამდე იყო გაფართოებული და ხანძრის ქრობის პროცესში 3 ვერტმფრენი იღებდა მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები