სოფო კილაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქუთაისში მოსახლეობას შეხვდნენ

სამთავრობო გუნდი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ცნობით,პარლამენტის წევრი სოფო კილაძე, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქუთაისში მოსახლეობას შეხვდნენ. ვარლამიშვილისა და რუსთაველის ქუჩების მაცხოვრებლებმა იმ საკითხების შესახებ იმსჯელეს, რომლებიც მათთვის პრიორიტეტულია.
“ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებს შეეხო,განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და სოფლის მეურნეობის პროექტებზე გამახვილდა.
შეხვედრებზე მმართველი გუნდი მოსახლეობისგან არსებულ საჭიროებებზე ინფორმაციას იღებს. გამოკვეთილი მთავარი პრობლემების მოგვარებისთვის, მაქსიმალურად მოხდება მათი გათვალისწინება მომავალი წლის ბიუჯეტში”, -აღნიშნულია ინფორმაციაში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები