გურიაში საპარლამენტო და ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

გურიაში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ საპარლამენტო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ამჯერად ისინი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის: ჭანიეთის, ლიხაურის და მაკვანეთის მოსახლეობას შეხვდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივების საჭიროებები მოისმინეს და მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებზე გამახვილდა.


სოფელ ჭანიეთის და სოფელ ლიხაურის მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხად წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაასახელა, ხოლო სოფელ მაკვანეთის მოსახლეობამ შიდა გზების მოწესრიგების საკითხები გამოყო და გოგიეთის უბნის სრული გაზიფიცირებისთვის სამუშაოების დაწყების მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი. ამასთან, ადგილობრივებმა ერთ-ერთ პრიორიტეტად სოფლის ცენტრში არსებული კლუბის რეაბილიტაცია და გარე განათების მოწყობა დაასახელეს.
მოსახლეობასთან შეხვედრებს პარლამენტის წევრები გია ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, გია გაჩეჩილაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე, გურიის მხარის რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები