ხულოს დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე „ხულო FEST“ გაიმართა

ხულოს დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ფესტივალი „ხულო FEST“ გაიმართა. ფესტივალი ოფიციალურად ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელმა ეკატერინე მესხრიკაძემ და ჩეხეთის საელჩოს განვითარების პროგრამების ხელმძღვანელმა იან ჩერნიკმა გახსნენს.
როგორც “კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ფესტივალის ფარგლებში, ღონისძიების პირველ ნაწილში ხელნაკეთი ნივთების, ადგილობრივი მხატვრების და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. პარალელურად გაიმართა ფოლკლორული წარმოდგენები, სადაც ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები: „ბერმუხა“, „არგინეთი“, სახელოვნებო სკოლასთან არსებული ბავშვთა ვოკალური ანსამბლი- „ციცინათელა“, საციხურის კულტურის სახლთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი- „საციხური“ და რიყეთის საოჯახო ტრიო „მთიელი“ მონაწილეობდნენ. ჩატარდა სხვადასხვა სახალისო თამაშები. ღონისძიების დასკვნით ნაწილში მოწვეული მუსიკალური ბენდები FOURTH SEASON, ASEA SOOL და DJ ZAZA მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად უამრავი სტუმარი ესწრებოდა. ფესტივალის მიზანია ადგილობრივი პროდუქციისა და ხულოში მდებარე ტურისტული ადგილების პოპულარიზაცია.
ფესტივალი ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისა და ხულო LAG-ის ერთობლივი ორგანიზებით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) მხარდაჭერით, ENPARD ხულო პროექტის ფარგლებში ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები