ყვარელში, სოფელ ახალსოფლის მიდამოებში ხანძარია
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ფოთლოვან ტყეს უკიდია.
რთული რელიეფის გამო, მეხანძრეებს ხანძრის ლოკალიზება უჭირთ.
ადგილზე კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან და თბილისიდან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებულები.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის, როსტომ სესიაშვილის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში ხვალ დილიდან ვერტმფრენებიც ჩაერთვებიან.