ჩანჩქერი ღურტა, ადგილი საიდანაც უძველესი დროიდან სოფელი სასმელი წყლით მარაგდება (ფოტოკოლაჟი)
ჩანჩქერი სოფელ ღურტაში, ბელღარის უბანში, მდებარეობს. როგორც ცნობილია, ამ ადგილიდან უძველეს პერიოდში მთელ სოფელს სასმელი წყალი მიეწოდებოდა. ხულოს მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ის 8 მეტრი სიმაღლისაა და გაზაფხულსა და შემოდგომაზე განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა. ზაფხულის პერიოდში წყლის დებეტი მცირდება და ჩანჩქერიც საგრძნობლად პატარავდება. ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავლადაა საპიკნიკე ადგილებიც.
ფაქტები: მდებარეობა: ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ღურტა
მანძილი ბათუმიდან: 90 კმ
მანძილი ხულოდან: 9 კმ
ზღვის დონიდან: 1000 მ
მარშრუტის ტიპი: საავტომობილო, საფეხმავლო
სეზონი: მარტი-ივნისი, სექტემბერი-ოქტომბერი
ფიჭური ქსელების დაფარვის ზონა: სრულად.
R