ანაკლიაში მუსიკალურ ფესტივალზე ორი პირი დააკავეს
ანაკლიაში, ფესტივალის “Echowaves-2019-ის” ტერიტორიაზე, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ფესტივალი Echowaves -2019 ანაკლიაში 22 აგვისტოს გაიხსნა და 25 აგვისტოს დაიხურება.