კახეთში მამაკაცს საკუთარმა სატვირთომ მაშინ გადაუარა, როცა მის შეკეთებას ცდილობდა

კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოში უბედურ შემთხვევას 62 წლის მამაკაცი, როინ იაკობაშვილი ემსხვერპლა.
როგორც “კვირას” ადგილობრივებმა განუცხადეს, მამაკაცი სატვირთო ავტომობილის შეკეთებას ცდილობდა, რა დროსაც მანქანას ამწე გამოეცალა, ავტომობილი დაგორდა და მამაკაცს სხეულზე გადაუარა.
ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა იმყოფებოდა, თუმცა დაშავებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები