“სკინ კოდის” „სილამაზის ფორმულა“ – ესთეტიკური მედიცინის საიდუმლო

ესთეტიკური მედიცინა ფართო ცნებაა და სილამაზესა და ჯანმრთელობასთან ასოცირდება. წარმატებისკენ მიმავალ საფეხურებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი დახვეწილი ვიზუალი და ესთეტიკური მხარეა. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მუხტი, რომელიც ქალსა თუ კაცს, დასახული მიზნების მისაღწევად, თავდაჯერებულობასა და გამბედაობას მატებს. წარმატებას თავისი მკაცრი კანონები აქვს, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია დროის მენეჯმენტი და თუ ჩვენი გადატვირთული გრაფიკის გამო, გადაღლილ ორგანიზმზე ზრუნვისთვის, მოვლისა და მკურნალობისთვის ვერ მოვიცლით, მაშინ ჩვენივე სხეული გვეტყვის უარს წარმატებისკენ მიმავალი გზის გაგრძელებაზე.

სხეულზე ზრუნვას კი სათანადო პროცედურების შერჩევა სჭირდება. არც ისე მარტივია, ერთი ხელის მოსმით შეარჩიო სპეციალისტი, სასურველი დაწესებულება თუ კლინიკა – ჩვენ ხომ სილამაზის საიდუმლოებების შესახებ არც ისე ბევრი ვიცით. ესთეტიკური მედიცინის კლინიკა – „სკინ კოდი“ და მედიაჰოლდინგი „კვირა“ სულ მალე, ახალ პროექტს, რუბრიკას -„სილამაზის ფორმულა“ წარმოგიდგენთ, სადაც საქართველოში სპეციალურად მოწვეული კლინიკის მთავარი ექიმი, კოსმეტოლოგი და ტრიქოლოგი ჩვენს მკითხველს სასარგებლო რჩევებს მიაწვდის და შეეცდება, თითოეულ ჩვენგანს, წარმატების მისაღწევად, სილამაზისა და ჯანმრთელობის საკუთარი კოდის პოვნა გაუმარტივოს.

ქალბატონი იულია სულ რაღაც ერთი წელია, რაც საქართველოში ცხოვრობს და ამ ხნის მანძილზე, მან აქვს ქართველ ქალებსა და მამაკაცებზე, მათ ესთეტიკაზე საკუთარი შთაბეჭდილება უკვე შეიქმნა, რომელსაც ფალიაშვილის 66 ნომერში არსებულ კლინიკა „სკინ კოდში“ყოველდღიურად ითვალისწინებს.

– რა ხვდება განსაკუთრებული კლინიკა „სქინ კოდში“ მისულ მომხმარებელს? ​

– ესთეტიკური მედიცინის დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ ადამიანის სილამაზე კანის მდგომარეობით განისაზღვრება, რადგან სწორედ კანზე აისახება ყველა მოვლენა, რაც ორგანიზმში ხდება. ამიტომაც, ესთეტიკური მედიცინა ბევრად უფრო კომპლექსურ მიდგომებს ითვალისწინებს, ვიდრე, მაგალითად, პლასტიკური ქირურგიული პროცედურებით, სახეზე დაბერების გამოვლინებებთან ბრძოლაა.

კლინიკა “სკინ კოდი” ესთეტიკური მედიცინის ცენტრია, რომელიც თითქმის ერთი წელია, ქართულ ბაზარზე არსებობს. საერთაშორისო მედიცინის ცენტრმა, რომელიც უკვე წლებია, აზერბაიჯანში წარმატებით ფუნქციონირებს, საკუთარი ფილიალის გახსნა საქართველოშიც გადაწყვიტა. მიზანი ერთი იყო – ქართველებს შეძლებოდათ უმაღლესი სტანდარტების, კვალიფიციური, პროფესიონალი ექიმების მომსახურების მიღება, ყოველგვარი უკუჩვენებისა და გართულების გარეშე, ისე, რომ სილამაზისთვის მსხვერპლი არ გაეღოთ.

ესთეტიკური მედიცინა ის სფეროა, სადაც სპეციალისტების მიერ დაშვებულ შეცდომებს, შესაძლოა, ძალიან მძიმე გართულებები მოჰყვეს, შესაბამისად, როგორც კლინიკის ხელმძღვანელი ამბობს, ბრენდის მთავარი კონკურენტული უპირატესობაც, უპირველეს ყოვლისა, სწორედ პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდშია და ცხადია, ასევე, თანამედროვე აპარატურასა და კომფორტულ გარემოში.

– მოგვიყევით თქვენი მეთოდებისა და პროდუქტების შესახებ.

– კლინიკა „სკინ კოდი“ მომხმარებელს მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. ეს გახლავთ როგორც ინიექციური, ასევე, არაინიექციური, აპარატურული და ბრენდული მოვლის პროცედურები სახესა და სხეულზე. მათ შორის: ბიორევიტალიზაცია – კანის ბუნებრივი გაცოცხლება ჰიალურონის მჟავით; სახის კონტურინგი; პლაზმოლიფტინგი და პლაზმოგელი; ბოტულინოთერაპია – მიმიკური ნაოჭების კორექცია; ჰიპერჰიდროზის (ჭარბოფლიანობის) მკურნალობა; ბიორეპარაცია; ლიფტინგი მეზოძაფების გამოყენებით; ტრიქოლოგია; ლაზერული კოსმეტოლოგია; დერმატოკოსმეტოლოგიის სხვადასხვა პროცედურა და ა.შ.

– როგორც ვიცი, თქვენს კლინიკას აქვს ექსკლუზიური პროდუქტი – ლაენეკიც, რომელსაც იაპონელები სიცოცხლის ელექსირსაც უწოდებენ.

– დიახ, ეს მართლაც ძალიან ეფექტური პრეპარატია. ექსკლუზიურად „სკინ კოდის“ კლინიკაში, წარმოდგენილია იაპონური პრეპარატი – „ლაენეკი“, რომელსაც იაპონიაში ნახევარ საუკუნეზე მეტია ჯანდაცვის სფეროში იყენებენ. ლაენეკ-თერაპია ადამიანის პლაცენტის ჰიდროლიზატზეა დაფუძნებული, რაც დაგიბრუნებთ ახალგაზრდობას და აღადგენს რუტინული სამუშაოთი დაღლილ ორგანიზმს. ის გამოიყენება: დერმატოლოგიაში, კურნავს ატოპიური დერმატიტს, აკნეს, სხვადასხვა ინფექციებს, ესთეტიკაში – სახის კანის ლიფტინგისთვის გამოიყენება, ის ზრდის კანის ელასტიურობას, ეფექტურია ასაკობრივი დაბერების წინააღმდეგ, იყენებენ ნაოჭების გასასწორებლად, თქვენ წარმოიდგინეთ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადებისთვისაც. პრეპარატს თავისი დადებითი შედეგები ნევრლოგიაშიც აქვს – ხსნის ქრონიკულ დაღლილობას, შველის უძილობას, აუმჯობესებს მეხსიერებას, ძალიან ეფექტურია კარდიოლოგიაშიც და ა. შ ამრიგად, თავისუფლად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ეს ნამდვილად სიცოცხლის ელექსირია.

– რომელი ქვეყნის პროდუქციას იყენებთ და რამდენად ხარისხიანია ის?

-ესთეტიკური მედიცინის კლინიკას პრეპარატების სადისტრიბუციო ქსელი აქვს. „სკინ კოდში“ მისულ ადამიანებს სხვადასხვა სახის ორიგინალ, მაღალი ხარისხის პრეპარატებს ვთავაზობთ ისრაელიდან, აშშ-დან, იაპონიიდან, კორეიდან, საფრანგეთსა და გერმანიიდან. გჭირდებათ ტრიქოლოგიის კურსის ჩასატარებლად, სპეციალური ლოსიონები თმისთვის? ისინი „სკინ კოდში“ თქვენთვის პირდაპირ რუსეთიდან ჩამოდის. ან იქნებ თმის და თავის კანის მოვლის სპეციალური საშუალებები გჭირდებათ პრობლემური თმისთვის? ესპანური ხაზი პირდაპირი მწარმოებლისგან საქართველოში „სკინ კოდს“ ჩამოაქვს.

– როგორც ვიცით, კლინიკას აქვს თავისი აკადემიაც.

– რაც შეეხება ამ პრეპარატების გამოყენების სწორ წესსა და მომხმარებლების პროფესიონალურ მომსახურებას, ამას კლინიკის აკადემიაში ისწავლით. დღეს, საქართველოში (და არა მხოლოდ) მსგავს აკადემიას ვერ ნახავთ. “სკინ კოდის” სასწავლო კურსი აბსოლუტურად უნიკალურია. ექსპერტის დონის ექიმების გუნდი გასწავლით საავტორო, სტანდარტიზებული პროგრამის მიხედვით, მარტივიდან რთულამდე, თეორიიდან პრაქტიკამდე, საფუძვლებიდან სრულყოფილებამდე. იმისათვის, რომ ინფორმაცია მომხმარებლისთვის მაქსიმალურად გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი გახდეს, ესთეტიკური მედიცინის ცენტრის – „სკინ კოდის“ მთავარი ექიმი – იულია ჩერნაია, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, რუბრიკის -“ სილამაზის ფორმულა“ საშუალებით, უამრავ მნიშვნელოვან თემაზე მოგვაწვდის ინფორმაციას და მკითხველის კითხვებსაც უპასუხებს.

ხოლო რაც შეეხება წარმატების კოდს, ვფიქრობ, ის სწორედ ასეთი ადამიანების დახმარებით უნდა მოვძებნოთ ან შევქმნათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები